გელა ბერაძე იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობს 2007 წლიდან. 2007-2008 წლებში იყო იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიუროს ზესტაფონის განყოფილების უფროსი. 2008 წლიდან დღემდე არის იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის-ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი.
გელა ბერაძის სამსახურებრივი გამოცდილება იწყება 2001 წლიდან, როდესაც ის იყო შპს „საქარის მარნის“ იურისტი. 2005-2007 წლებში დასაქმებული იყო საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურიში (იურიდიული დახმარების სამსახურის პილოტური პროექტი) ზესტაფონის ტერიტორიულ ბიუროში ჯერ კონსულტანტის, ხოლო შემდეგ კონსულტანტ/ადვოკატის თანამდებობაზე.
გელა ბერაძეს გავლილი აქვს მრავალი სხვადასხვა მიმართულების ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.